გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის შენობებზე, ასევე ყველა სამხედრო ქვედანაყოფში დაშვებულია სახელმწიფო დროშები

თავდაცვის უწყების შენობებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის შენობებზე, ასევე ყველა სამხედრო ქვედანაყოფში დაშვებულია სახელმწიფო დროშები. 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ მთავრობის განკარგულებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდა.

5 იანვარს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.