დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერმა ყინვამ და დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა.
შეფერხდა ლივერპულის აეროპორტის მუშაობა. გადაიდო ათობით რეისი. შეფერხებით მუშაობდა მანჩესტერის აეროპორტიც.
ასაფრენი ბილიკის გასაწმენდად დამატებითი პერსონალისა და ტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო.
დიდთოვლობის გამო საჰაერო რეისები გაუქმდა გერმანიაშიც. შეფერხებით მუშაობს ფრანკფურტის, მიუნხენისა და შტუტგარტის აეროპორტები.