დღეს, 11 იანვარს, რუსთავში, ზედგენიძის N62-ში, სოლიდარობის ღონისძიება სახელწოდებით ,,სოლიდარობის ენერგეტიკა” გაიმართება.
სოლიდარობის ენერგეტიკაში მონაწილეობა მიიღებენ:
Process
4D Monster Lobsters
Outsider
Mechanical Rainbow
Killages
მწვანე ოთახი
გამოუვალი მდგომარეობა
ყველა
ნინო ქათამაძე
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა და მხოლოდ სრულწლოვანი (18+) პირებისთვისაა შესაძლებელი. მსურველთათვის კარი 15:00 საათიდან გაიღება.
დასწრების მსურველებისთვის აუცილებელია ვერიფიკაციის გავლა.
დასწრებაზე მოთხოვნის გამოსაგზავნად და დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე: tkt.ge/retcotoa
საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ვერიფიკაციის გავლის შემდეგ, ბილეთის რეგისტრაციისას ‘დონაციის‘ ველის მეშვეობით, ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით ანგარიშის ნომერზე
#GE13BG0000000605358758GEL
მიმღები: ააიპ ფონდი ერთმანეთისთვის 24/7
დანიშნულება: #სოლიდარობისენერგეტიკა
ღონისძიებაზე დამსწრეებისათვის თბილისიდან დანიშნულია სპეციალური, უფასო სამარშრუტო ტაქსები.
ღონისძიების დასრულების შემდეგ სამარშრუტო ტაქსები თბილისში,რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეურთდებიან.