ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა სოციალურ პლატფორმა X -ზე ავრცელებს.
პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
მზად ვართ, მომდევნო 6 თვე თანამშრომლობისთვის, ინოვაციებისთვის და საერთო მიღწევებისთვის. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უფრო უსაფრთხო, ძლიერი და ერთიანი ევროპისთვის“, – წერია ინფორმაციაში.
პოლონეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთისგან გადაიბარა.









