„ჩვენი ბრძოლა დემოკრატიისთვის გრძელდება და გაგრძელდება ურყევად, სანამ საქართველო ახალ არჩევნებს არ მიაღწევს“, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
„ვრჩები ერთგული, ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, ახალი ოფისიდან, რომელიც ორბელიანის პრეზიდენტის სასახლის მტკიცე სულისკვეთებას ატარებს. ჩვენი ბრძოლა დემოკრატიისთვის გრძელდება და იქნება მტკიცე, სანამ საქართველო ახალ არჩევნებს არ მიაღწევს“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე.