ზელენსკი – დონალდ ტრამპს შეუძლია შეაჩეროს პუტინი

დონალდ ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში და შეაჩეროს ვლადიმერ პუტინი – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკვე რამდენჯერმე ესაუბრა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს.

“ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მას შეუძლია გადამწყვეტი იყოს ამ ომში. მას შეუძლია შეაჩეროს პუტინი – უფრო სწორად, დაგვეხმაროს პუტინის შეჩერებაში. მას შეუძლია ამის გაკეთება.

მჯერა, რომ ის არის ძლიერი და არაპროგნოზირებადი. მინდა, რომ ტრამპის არაპროგნოზირებადობა პირველ რიგში რუსეთს შეეხოს. ვფიქრობ, მას ნამდვილად სურს ომის დასრულება. ვფიქრობ, ეს სიმართლეა“, – განაცხადა ზელენსკიმ.