ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში მე-6 გოლი გაიტანა.
მეჩვიდმეტე ტურში „სენტ ეტიენი” სტუმრად „პარი სენ-ჟერმენთან” 1-2 დამარცხდა. სტუმართა შორის კი ეფექტიანი საჯარიმო დარტყმით თავი 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გამოიჩინა.
დავითაშვილმა 87 წუთი ითამაშა და თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 17 ტურის შემდეგ 16 ქულით „სენტ ეტიენი” სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა. დავითაშვილის ანგარიშზე კი ექვს გოლთან ერთად, 2 საგოლე პასია.