„თავშეყრის ადგილებზე სამედიცინო ნიღბის შეზღუდვა არის აბსოლუტურად დაუშვებელი,“- წერს მაია ბუწაშვილი

„თავშეყრის ადგილებზე სამედიცინო ნიღბის შეზღუდვა არის აბსოლუტურად დაუშვებელი,“ – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბუწაშვილი აღნიშნავს, სამედიცინო ნიღბებზე მაინც გამონაკლისი უნდა იყოს დაშვებული.

„ამ გაგანია გრიპის სეზონზე, როცა უამრავ ადამიანს აქვს უკვე ვირუსი, თავშეყრის ადგილებზე (აქციებზე) სამედიცინო ნიღბის შეზღუდვა არის აბსოლუტურად დაუშვებელი. თუ კოვიდის დროს ნიღბის გარეშე გარეთ ყოფნის გამო აჯარიმებდნენ ადამიანებს, ახლა რესპირატორული ვირუსების პიკის პერიოდში, მათ შორის იგივე კორონავირუსისაც, ნიღბის ტარებისთვის ჯარიმა წარმოუდგენელი ამბავია. იმ კანონში სამედიცინო ნიღბებზე გამონაკლისი მაინც ხომ უნდა ჩაწერილიყო?“ – წერს მაია ბუწაშვილი.