თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 32 პირი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა ბოლუს პროვინციაში მდებარე კურორტ კარტალკაიაში მოხდა. ცეცხლი ადგილობრივი დროით ღამის 03:30 საათზე 11-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ხანძარი იმ სართულზე გაჩნდა, სადაც რესტორანია განთავსებული.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, შემთხვევის დროს სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა.