თურქეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა

Screenshot

თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა.  ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა.

მისი თქმით, დაისჯება ყველა, ვინც პასუხისმგებელია ამ ტრაგიკულ ინციდენტზე.

ხანძარი თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში გუშინ გაჩნდა.  შემთხვევის დროს სასტუმროში 234 ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სასტუმროს მეოთხე სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.