თურქეთში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ქართველი ემიგრანტი,58 წლის ლაურა სულიაშვილი ემსხვერპლა.
ცნობილია,რომ ცხედარი საქართველოში უკვე გადმოასვენეს.
შეგახსენებთ, ხანძარი თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში სასტუმროს 21 იანვარს ღამით გაუჩნდა. ხანძარს 78 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოძიების ფარგლებში 19 პირი დააკავეს, მათ შორის, სასტუმროს მფლობელიცაა.
თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, ქვეყანაში 22 იანვარი გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.