ლილო მოლში, ერთ-ერთ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

Screenshot

ლილო მოლში, ერთ-ერთ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი 5 000 კვ.მ-ზე გავრცელდა.

 

ხანძრის ლოკალიზების პროცესი ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე 15 ავტოცისტერნა და 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.