ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის გამო ევაკუაცია და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის პასიფიკ პალისეიდსის რაიონში ტყის ხანძრის გავრცელების გამო 30 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა.

ხანძარი 500 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული. შექმნილი მდგომარეობის გამო, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 

ადგილზე მობილიზებულია 250 მეხანძრე-მაშველი, ვერტმფრენებით, სახანძრო მანქანებით და სხვა საჭირო აღჭურვილობით.