ლოს ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

ლოს ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის განცხადებით, ხუთი ადამიანია დაღუპული პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში, ხოლო ექვსი ქალაქ პასადენას სამხრეთით.

დაღუპულების იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ლოს ანჯელესში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ძლიერი ქარის გამო ხანძარი დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. დამწვარია ათი ათასზე მეტი სახლი.

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ძლიერმა ქარმა, შესაძლოა, ხანძარი კიდევ უფრო გააძლიეროს.