მედიის ნაწილი გაიფიცა – თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს! ჩვენ გავიფიცეთ

მედიის ნაწილი აცხადებს, რომ 20:00 საათამდე გაიფიცა. მათ შორის არიან ტელეკომპანია ,,TV 4″,  „ფორმულა“, „ტვ პირველი“, „მთავარი არხი“, „კავკასია“ და „პალიტრა“, ასევე ,,პუბლიკა”, “ტაბულა” და სხვები.

ამ ფორმით მედიები სოლიდარობას უცხადებენ „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, რომელსაც დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

“ასეთი იქნება საქართველო კრიტიკული მედიის გარეშე. თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს. ჩვენ გავიფიცეთ”.