პეტერბურგის აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა

პეტერბურგის “პულკოვოს” აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა – ამის შესახებ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო იტყობინება.

„როსავიაციას” შეზღუდვების დაწესების მიზეზი არ დაუსახელებია.

„სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დღეს, მოსკოვის დროით 07:45 საათიდან სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტის მუშაობაზე დროებითი შეზღუდვებია დაწესებული.” – ნათქვამია ინფორმაციაში.