Screenshot
ახალი წლის ღამეს ბრიუსელში არეულობის დროს უცნობმა პირებმა ათობით ავტომობილი დაწვეს, მეხანძრეებს კი, „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.
პოლიციამ ბელგიის დედაქალაქში 159 პირი დააკავა. ქალაქის მასშტაბით კი 1 700-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა.
სახანძრო სამსახურის ცნობით, სულ მცირე 60 ავტომობილი დაიწვა. მეხანძრეებს, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ, თავდამსხმელები ქვებითა და „მოლოტოვის კოქტეილებით“ ესხმოდნენ თავს, რის გამოც, მათ რიგ შემთხვევებში უკან დახევა მოუწიათ.
არეულობა იყო ასევე ქალაქ ანტვერპენშიც. ადგილობრივმა პოლიციამ 49 პირი დააკავა. მათი ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბელგიაში მსგავსი არეულობა ხდება ახალი წლის ღამეს.
2023 წელს დედაქალაქში 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ხოლო 2022 წელს – 160.