პროევროპული აქციის 44-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა”, “საქართველოს გაუმარჯოს”.
მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე, სხვადასხვა შინაარსის ბანერები.
მოქალაქეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია – გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების პერიოდში დაკავებული პირები და ჩაინიშნოს ხელახალი ვადამდელი არჩევნები.