სალომე ზურაბიშვილი – აქციის მონაწილეების გატაცება ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების ახალი ვერსიაა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე გუშინ პროევროპული აქციების მონაწილეების გატაცებას ეხამურება და წერს, რომ “დაუდგენელი პირების მიერ აქციის მონაწილეების გატაცება უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებში, ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების ახალი ვერსიაა“.

პრეზიდენტის თქმით, ის ვაშინგტონში იმისთვის იმყოფება, რათა ხალხის ხმა წარადგინოს.

“დაუდგენელი პირების მიერ აქციის მონაწილეების გატაცება უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებში, ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების ახალი ვერსიაა. მე ვარ ვაშინგტონში, რათა წარმოვადგინო ხალხის ხმა, რომლებიც ხედავენ, რომ მათი უფლებები და მომავალი მოპარულია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.