სალომე ზურაბიშვილი – ვრჩები ერთგული, ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დემოკრატიისთვის და ახალი არჩევნებისთვის ბრძოლას ახალი ოფისიდან აგრძელებს. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ახალი ოფისი “ორბელიანის პრეზიდენტის სასახლის მუდმივ სულს ატარებს”.

“მე ვრჩები ერთგული, ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, ახლა ახალი ოფისიდან, რომელიც ორბელიანის პრეზიდენტის სასახლის მუდმივ სულს ატარებს. ჩვენი ბრძოლა დემოკრატიისთვის გრძელდება – და იქნება მტკიცე, სანამ საქართველო ახალ არჩევნებს არ მიაღწევს”, – წერს X-ზე სალომე ზურაბიშვილი.