საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტობის ახალი ვადის დაწყებას X-ზეც ულოცავს და აღნიშნავს, რომ მის ინაუგურაციაზე დასწრება და ქართველი ხალხის წარდგენა მისთვის პატივი იყო.
“ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის ახალი ვადის დაწყებას. პატივი იყო მის ინაუგურაციაზე დასწრება და ქართველი ხალხის წარდგენა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა დაიბრუნოს”, – წერს ზურაბიშვილი.
ამასთან, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს.
“მარკო რუბიო, გილოცავთ თანამდებობაზე დამტკიცებას. საქართველოს რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიის სასარგებლოდ თქვენი ჩართულობის იმედი აქვს. რუსეთისა და ჩინეთის ინტერესებს რეგიონში წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს”, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.