საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ციხეში მყოფ მსახიობებს, საზღვარგარეთ წასულებს და ზოგადად სახელოვნებო სფეროს ქართული თეატრის დღეს ულოცავს.
პრეზიდენტის თქმით, დამოუკიდებლობა ქართული თეატრიდან იდგამდა ფეხს.
“ქართული თეატრის დღეს გილოცავთ! ვულოცავ ციხეში მყოფ მსახიობებს, საზღვარგარეთ წასულებს, გილოცავთ ყველას, ვისაც სჯერა ქართული თეატრის უკვდავი თავისუფალი სულის. დამოუკიდებლობა ქართული თეატრიდან იდგამდა ფეხს!
გაუმარჯოს თავისუფლებას და გაუმარჯოს თეატრს და თავისუფალ სიტყვას !”- წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი.
14 იანვარს საქართველოში ქართული თეატრის დღე აღინიშნება. ქართული თეატრის დღეს საფუძველი 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში. წარმოდგენა თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში გაიმართა, თავად გიორგი ერისთავის მონაწილეობითა და რეჟისორობით.









