ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია ! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს!”, – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება.
“ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია ! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს! ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და მთლიანად სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წინააღმდეგ. მონობა იცოდეთ ცუდად თავდება ! kafka როგორც ჩანს არ წაგიკითხავთ, მაგრამ ისტორიას მაინც გადახედეთ!” – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის მოსამართლემ საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი პატიმრობაში დატოვა.