სამხრეთ იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა იყო

სამხრეთ იაპონიაში, კიუსიუს რეგიონში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცუნამის შესახებ შეტყობინებები გაიცა მიაზაკისა და კოჩის პრეფექტურებისთვის.

დაშავებულების ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.