საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადება არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგზე

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

,,გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ამ ეტაპზე არსებული შედეგების შესახებ.

 

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მოცულობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, გამოძიების პროცესში ასევე ჩართულია თბილისის და საოლქო პროკურატურების ყველა საგამოძიებო დანაყოფი.

 

გამოძიების შესწავლის საგანია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, საქართველოს პრეზიდენტის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო სექტორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, მასმედიის, ასევე ცალკეულ პირთა მიერ საჯაროდ, ან სოციალური ქსელების მეშვეობით გაკეთებული და საქართველოს პროკურატურაში შემოტანილი განცხადებები, რომლებიც არჩევნების გაყალბების სავარაუდო ფაქტებზე მიუთითებდნენ.”

 

ვრცლად: https://pog.gov.ge/news/saqartvelos-generaluri-prokuraturis-gantskhadeba-archevnebis-shesadzlo-gakalbebis-faqttan-dakavshirebit-mimdinare-gamodziebis-shualedur-shedegze-4707