საქართველოში წვიმა, თოვლი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი 17 იანვრის მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

17  იანვარს, პარასკევს საქართველოში წვიმა, ქარი და თოვლია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი.  დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +6, +11°; მთაში დღისით  -1, +4°; მაღალმთაში დღისით -5, 0°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, მთაში თოვლი.  დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან  ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით  +6, +11°; მთაში დღისით 0, +5°; მაღალმთაში დღისით -5, 0°.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა და ძლიერი ქარია 17-22 მ/წმ მოსალოდნელი. ტემპერატურა 8° იქნება. რუსთავში კი 9°-მდე გათბება.