ხანძარი სომხეთ-საქართველოს საზღვარზე – „ბაგრატაშენის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, საწყობში ცეცხლი გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, საწყობში ცეცხლი პიროტექნიკურ ნაწარმს გაუჩნდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, შემთხვევის ადგილზე პოლიციამ მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინა. დაშავებულები სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
ადგილზე შსს-ს რეგიონული სამაშველო დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფი, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ხუთი ეკიპაჟი, წყალმზიდი და საპატრულო დანაყოფები იყვნენ მობილიზებული.
მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.