სომხური მედიის ცნობით, სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, „ბაგრატაშენის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილზე შსს-ს რეგიონული სამაშველო დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფი, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ხუთი ეკიპაჟი, წყალმზიდი და საპატრულო დანაყოფები იყვნენ მობილიზებული. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.