14 იანვარს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 იანვარს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო, ახლომახმუდლო და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფელ რატევანში;

16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში გაგარინის, დავით გარეჯი და კოსტავას ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.