ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულია ახალგაზრდა ქალი.

 

არსებული ინფორმაციით, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მეორე ნაწილით დაიწყო.