„ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი, გუშინ ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს, გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.