რესტორან “ბაბილოსთან”, სადაც მოსამართლეები კორპორაციულ წვეულებას პოლიციის კორდონის საშუალებით ტოვებენ, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა

რესტორან “ბაბილოსთან”, სადაც მოსამართლეები კორპორაციულ წვეულებას პოლიციის კორდონის საშუალებით ტოვებენ, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

ერთ-ერთი მოსამართლე აქციის მონაწილეებმა შეძახილებით გააცილეს, მისი მიმართულებით ისროდნენ კვერცხებს, ასევე, წყალს ასხამდნენ. ისმოდა შეძახილები: “მონა”, “მონა”, “გაათავისუფლეთ ახალგაზრდები!”.

ერთ-ერთი მოსამართლე კი ტერიტორიის დატოვებას ავტობუსის საშუალებით შეეცადა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მძღოლს მოუწოდეს, არ აეშვა ის სატრანსპორტო საშუალებაში, რის შემდეგაც ავტობუსმა ტერიტორია დატოვა. მოსამართლემ კი რესტორნის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვა.