17 იანვარს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 იანვარს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დურნუკი, მარაბდა, ქოთეში და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ფიროსმანის, გომელაურის, მშენებელთა, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს;

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში იმირი, შაუმიანი, ყულარი და მიმდებარე სოფლებში;

12:30-დან 12:45 საათამდე და 18:30-დან 18:45 საათამდე აბონენტებს რუსთავში დუმბაძის, ბოსტანქალაქის, ფიროსმანის, 1 მაისის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.