30 იანვარს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 იანვარს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ლომოურის, რუსთაველის, გაგარინის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში დამია, ზემო სარალი, კიროვკა, დამია გეურარხი, ახლო ლალო, კიზილ-აჯლო და მიმდებარე სოფლებში;

12:30-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში პობედა, ლელაშხა, კაპანახჩი, ნაზარლო და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.