31 იანვარს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 იანვარს 10:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დურნუკი, ქოთეში, ასურეთი, მარაბდა და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში წყლულეთი, ორბეთი, ნახშირგორა და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში, ყიზილაჯლოსა და ჯანდარაში;

11:30-დან 12:00 საათამდე და 18:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში თოდრიას, მეგობრობის, კლდიასვილის, შევჩენკოს, 9 ძმის, მარჯანიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს, აგრეთვე გუბერნიასა და იუსტიციის სახლის ნაწილს;

12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ჯანდარაში; 12:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს ნაზარლოში;

12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს რუსთავის ცემენტის ქარხნის და მარის არხის მიმდებარედ;

12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში წალასყური, კოდა, ტაბახმელა, მუხრანთელეთი, კუმისი და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს სართიჭალაში.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.