77 წლის წინ დაბა რუსთავი ქალაქად გარდაიქმნა.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრესიდიუმის ბრძანებულებით დაბა რუსთავი 1948 წლის 19 იანვარს გარდაბნის რაიონს გამოეყო და ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
დღეს კი რუსთავი უმთავრესი სამრეწველო ქალაქია თბილისის შემდეგ.
თავდაპირველად IV საუკუნის შუა წლებიდან რუსთავი იქცა რევიანთა რეზიდენციად, უფლისწულთა ქალაქად ანუ ვოსტან ქალაქად. „ვოსტან“ ირანული წარმოშობის სიტყვაა და უფლისწულისთვის გამოყოფილ მამულს ნიშნავს.
IV საუკუნის ბოლო მეოთხედში ვოსტან-ქალაქში მტკვრიდან ყარაიას ველებამდე სარწყავი არხი, ანუ რუ გაიყვანეს სწორედ ამ არხიდან მიიღო ქალაქმა მეორე სახელწოდება — რუსთავი.
IX საუკუნიდან კი რუსთავი რევიანთა საუფლისწულო ქალაქი აღარ არის და ამიტომ მას რჩება მხოლოდ სახელი რუსთავი.