თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობს

 

სხდომაზე ადვოკატებმა სხდომათა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. დაცვის მხარე სასამართლოს დაკავებულების დარბაზიდან გათავისუფლებას, ალტერნატივის სახით კი გირაოს შეფარდებას სთავაზობს. სახელმწიფო ბრალდება კი მათ პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

 

სასამართლო სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში დაკავებულების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.