უცხოელებისგან კორუფციის საკითხებზე მორალისტობის ფონზე, კიდევ უფრო მძიმე მოსასმენია ის კითხვები, რომლებზე ფიქრიც ომში მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელს უწევს, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქიის“ გვერდზე წერს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს ეხმაურება.
“უცხოელებისგან კორუფციის საკითხებზე მუცხოელებისგან კორუფციის საკითხებზე მორალისტობის ფონზე, კიდევ უფრო მძიმე მოსასმენია ის კითხვები, რომელზე ფიქრიც ომში მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელს უწევს.
არ ვიცი, ინტერვიუში ნახსენები სატვირთო თვითმფრინავები იგივე თვითმფრინავებია თუ არა, ომის დაწყების პირველ დღეებში საქართველოს მოქალაქეების ომში გაშვების მოთხოვნით ზელენსკი რომ გვიგზავნიდა, მისი ერთგული „ენჯეოები“ და ოპოზიცია კი ჩვენს უარს მაშინაც პარლამენტის წინ ხმაურით აპროტესტებდა, მაგრამ, ფაქტია, რაშიც ნამდვილად უნდა გამოეყენებინა ეს თვითმფრინავები, ამის საშუალება მას არც მისცეს და საყვედურიც არ ათქმევინეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.