აშშ-ში, ჯორჯიის შტატის კოვინგტონის მუნიციპალურ აეროპორტთან მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე, მცირე ზომის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. შემთხვევა შაბათს, ადგილობრივი დროით 23:22 საათზე მოხდა
პოლიციის ინფორმაციით, თვითმფრინავი აეროპორტთან ახლოს მდებარე ტყის მასივში იპოვეს. უწყების განცხადებაში წერია, რომ თვითმფრინავში 2 მიცვალებული იყო.