„თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.
მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან საპოლიციო ძალები. სამართალდამცველებმა გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს კორდონი გააკეთეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას; არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”.
ასევე სამართალდამცველები, მათ შორის განსაკუთრებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან განლაგებული თავისუფალი უნივერსიტეტის მიმდებარედ, საიდანაც სტუდენტების მსვლელობა არის დაგეგმილი.
აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლონ, სადაც აქციები 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს.