მზია ამაღლობელს დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ – საია

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის თანადამფუძნებელი მზია ამაღლობელს კლინიკა “ვივამედიდან” პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს გადაიყვანენ. ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

 

ორგანიზაციის ცნობით, ამაღლობელს სურს, ადვოკატებთან ერთად პირადად მიიღოს მონაწილეობა 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში.

 

„მზია ამაღლობელს დღეს გადაიყვანენ კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დაბრუნება მისი სურვილი იყო როგორც შიმშილობის პერიოდში, ისე ახლაც.

 

ასევე, მას სურს, ადვოკატებთან ერთად პირადად მიიღოს მონაწილეობა 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში,“ – წერს საია.

 

ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა