მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში უნგრეთის ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში უნგრეთის ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა. მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის, შრომით ურთიერთობებზე იმსჯელეს.

მიხეილ სარჯველაძემ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ანა მარია შიკოს, თანამშრომლობისათვის, მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, უწყება მზადაა, განიხილოს უნგრეთის მხარის ინიციატივა, შრომითი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ.

როგორც უნგრეთის ელჩმა აღნიშნა, მთავრობების პარტნიორობის პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობა, ურთიერთობები კერძო სექტორსა და საზოგადოებას შორის.

მხარეებმა, მზაობა გამოთქვეს თანამშრომლობასა და დასაქმება-შრომის მიმართულებით, კონკრეტული პროგრამების შემუშავებაზე, განიხილეს პარტნიორობის პერსპექტივები და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე, შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი გიორგი ბუნტური და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ხათუნა ცერცვაძე. ასევე – საქართველოში, უნგრეთის საელჩოს ეკონომიკური ატაშე ჯორჯ მოჩი, უნგრეთში, ეკონომიკის, ბიზნესისა და განათლების მიმართულებით, ადამიანური რესურსების მართვის კომპანიების ხელმძღვანელები.

#ჯანდაცვა2025