საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.
„ახალი წესით ჩატარებული პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ, საქართველო გახდა სრულფასოვანი საპარლამენტო რესპუბლიკა, რომლის ფარგლებშიც კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილებით, თითოეული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა განმარტა, რომ ქართველი ხალხი დღეს სახელმწიფოებრიობის გამოცდის მნიშვნელოვან ეტაპს გადის.
„ქართველებმა, ზუსტად ვიცით, რა პრინციპებისა და ღირებულებების დაცვა გვევალება, რას უნდა მოვუფრთხილდეთ და როგორი საქართველო ავაშენოთ, საბედნიეროდ, ამ რთულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი ერთად დგას ქვეყნის სადარაჯოზე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, 26 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ აირჩია მშვიდობა და განვითარება, ტრადიციების, ღირებულებების, სარწმუნოების, ოჯახისა და ღირსების დაცვა და სურთ თუ არა საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს, მათ მოუწევთ პატივი სცენ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა

საქართველო პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ წარმატებით გრძელდება, საქართველო ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის და რომ არა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, თითოეული ჩვენგანი კარგად უნდა აცნობიერებდეს, რომ სამშვიდობო პოლიტიკა, ეკონომიკური წარმატებები და კეთილდღეობის მაღალი დონე არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც განსაკუთრებით გვაახლოებს ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან და ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია.
„მჯერა, ჩვენ მალე შევძლებთ ერთად მოვიშუშოთ ომის იარები და გავაგრძელებთ ბედნიერ თანაცხოვრებას ერთიან, ძლიერ და აყვავებულ საქართველოში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, სამწუხაროა რომ, ბოლო პერიოდში საქართველო უსამართლო თავდასხმის სამიზნე არაერთი ევროპელი პარტნიორის მხრიდანაც გახდა.
„განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ეს იმ სივრციდან, საითკენაც სვლა ქართველმა ხალხმა სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, კანონის უზენაესობის დაცვის, ეროვნული იდენტობისა და სუვერენულობის შენარჩუნების იმედით გადაწყვიტა. ორმაგი სტანდარტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ფაქტობრივად ყოველდღიურობად იქცა, სამწუხაროდ, ზიანს აყენებს ევროპულ ღირებულებებსა და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევასაც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვა და ნორმალიზება მოხდება.
„დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდგომ, დაიწყო ფსევდოლიბერალური წესრიგის ცვლილება მსოფლიოში, ამას დონალდ ტრამპის ეფექტს დავარქმევდი, ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის ასეთი თანხვედრა მაძლევს რწმენის საფუძველს, რომ მოვახერხებთ ურთიერთობების გადატვირთვას აშშ-სთან“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე, ასევე, კულტურის სფეროს როლზე.
მისი თქმით, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს დემოგრაფიული საკითხები.
პრეზიდენტმა საქართველოს საპატრიარქოს და კათოლიკოს-პატრიარქს ერის გადასარჩენად გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
მიხეილ ყაველაშვილმა მოხსენების დასასრულს აღნიშნა, რომ განსხვავებულობის მიუხედავად, ყველა ერთად უნდა დადგეს და დაიცვას ჩვენი ღირებულებები.

„ჩვენ ერთად დგომით შეგვიძლია საბოლოოდ ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც თითოეული ქართველის გულში ცოცხლობს!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მნიშვნელოვანი გზავნილებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადავხედოთ გასულ წელს, შევაჯამოთ ის თუ რა ვითარებაში მოუწია ჩვენს ქვეყანას მართლაც და გადარჩენის ვიწრო ბილიკზე გასვლა. მადლობა ამ შეფასებისთვის და ასევე, იმ მომავალი ხედვისთვის, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს ყველა მიმართულებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელი პირები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები.