“რუსთავის ფოლადის” თანამშრომლების პროტესტი გრძელდება

“რუსთავის ფოლადის” თანამშრომლების პროტესტი გრძელდება.  ისინი ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.  გაფიცულების თქმით, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში გასულ თვეს თანამშრომლების 10%-ით შემცირების შემდეგ, მათი დატვირთვა გაიზარდა. ამიტომ მათ ერთ-ერთ მოთხოვნას გაშვებულების დაბრუნებაც წარმოადგენს.

“თანამშრომლების მოთხოვნაა ხელფასების ზრდა, გაუქმებული შტატების აღადგენა. მოლაპარაკებაზეც აღარ მოდიან, პირიქით, მათგან წამოვიდა საუბარი, რომ ჩვენ თუ სამუშაო პროცესს არ დავუბრუნდებით, თქვენს წინააღმდეგ გამოვიყენებთ იურიდიულ ფორმას და სასამართლოს მივმართავთო“, – აცხადებს საწარმოს ერთ-ერთმა თანამშრომელი.

„რუსთავის ფოლადის“ თანამშრომლების პროტესტი 7 თებერვალს დიწყო და ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.