ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელშიც ერთი ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ხოლო ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს. ინციდენტი ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. დაღუპული ქალი ერთ-ერთ მანქანაში იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.