ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის რამაზ ჯინჭარაძის განაცხადებით, ბავშვები იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, საიდანაც მოქალაქეების გასახლება მოხდა.
მისი თქმით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ.
არსებული ინფორმაციით, ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, თხრილი, რომელშიც ბავშვები ჩავარდნენ, წყლით იყო სავსე