ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რა დროსაც ორი მოზარდი დაიღუპა, შსს-მ გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცავები იმყოფებიან. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში ორი მოზარდი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა