„გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებით მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებს დააფინანსებს

მიმდინარე კვირაში პარლამენტი გრანტების შესახებ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს, რომლის პირველი სასესიო მოსმენაც დღეს გაიმართება. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც დაევალება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, ამავე მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობაც მიეცემა.

გრანტის მიღების შესაძლებლობა ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას ექნება, რომელიც საზოგადოებისთვის და საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა.