ვარშავაში საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს – დაკავებულია სამი ქართველი

ვარშავაში ქართველების ჯგუფის ჩხუბის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ვარშავის პოლიცია და პოლონური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, საქართველოს 31 წლის მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ის კონსტიტუციის მოედანზე მდებარე რესტორნის წინ მომხდარ ჩხუბში მკერდის არეში დანით დაჭრეს.

პოლიციის ინფორმაციით, მის გარდა ჩხუბში საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დაშავდა.

გამოცემა Polsat News-ის ცნობით, ჩხუბში 8 ადამიანი მონაწილეობდა. ინციდენტთან დაკავშირებით, პოლონელმა სამართალდამცავებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს