ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დეზინფორმაციაში ცხოვრობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დეზინფორმაციაში ცხოვრობს.

„დონალდ ტრამპის, როგორც ლიდერის, დიდი პატივისცემის გათვალისწინებით…. ის დეზინფორმაციაში ცხოვრობს“, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ თუ ვინმეს მისი, როგორც უკრაინის ლიდერის შეცვლა სურს, ეს არ იმუშავებს, ვინაიდან მას მაღალი რეიტინგი აქვს.